მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0064
flag
AZN 1.5907
-0.0015
flag
CNY 37.678
-0.0029
flag
EUR 3.1366
-0.0166
flag
GBP 3.6275
-0.018
flag
KZT 50.32
-0.0002
flag
TRY 0.066
-0.0001
flag
USD 2.7051
-0.0017

თბილისი თურქეთის დედაქალაქს პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება

news image

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა - თბილისი - ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია Ajet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის „თურქეთის ავიახაზების" შვილობილი კომპანიაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მიმდინარე წლის ივლისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და  „თურქეთის ავიახაზების" დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული. საუბარი ასევე წარიმართა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შემდგომი ზრდის და ახალი საჰაერო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობებზე.

მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.  

2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (20 766) 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 7 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად გადაყვანილ იქნა 4 601 048 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქში მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა

25.08.2025.13:18

ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის მორიგი სემინარი გაიმართა. სემინარს „არასაბანკო სექტორის მდგრადობა, გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ამჯერად დედაქალაქში მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემინარზე არასაბანკო სექტორის მარეგულირებელი აქტების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების ინსტრუქციას. ისაუბრეს  საოპერაციო რისკების შემცირების აუცილებლობაზე. ასევე, ცალკე მოდული დაეთმო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, მათ შორის, პრევენციული ზომების მნიშვნელობას.

სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა არასაბანკო სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს და სულ უფრო მეტი სამიზნე ჯგუფი მოიცვას, როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ივლისში სემინარი ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდა. წლევანდელი სემინარების სერიამ სულ ორასამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელი მოიცვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა