მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7110.4
0.047
flag
AZN 1.6025
0.0097
flag
CNY 38.279
0.024
flag
EUR 3.1999
0.026
flag
GBP 3.6632
0.0258
flag
KZT 49.62
0.0025
flag
TRY 0.0655
0.0004
flag
USD 2.7252
0.0164

თბილისი - მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია easyJet-ის ახალი სტრატეგიული მიმართულება

news image

საქართველოს დედაქალაქი, ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმზე Routes Awards 2025 ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატებისთვის, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

Routes Award-ის ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი აეროპორტებისა და საავიაციო ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბრიტანული ავიაკომპანიის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს, რომელთა შორისაა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. easyJet-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას წინ ხანგრძლივი, ინტენსიური მოლაპარაკებები უძღვოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.

ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან ჯამურად კვირაში 6 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოსთვის EasyJet-ის ქსელში ჩართვა ნიშნავს: პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის, პირდაპირ კავშირს ბრიტანეთთან და იტალიასთან. აგრეთვე საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონის ერთ-ერთი წამყვან ტურისტულ მიმართულებად.

თბილისის მიმართულების დამატება დადებითად შეფასდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მედია საშუალებების მიერ. მათი შეფასებით, „თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, შუასაუკუნეების კლასიკური და შერეული არქიტექტურით, სადაც ტურისტებს შეუძლიათ ისეირნონ, ესტუმრონ პატარა კაფეებს, მოინახულონ ტაძრები, ავიდნენ მთავარ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობაზე - IV საუკუნით დათარიღებულ ნარიყალას ციხესიმაგრეზე, საიდანაც დედაქალაქზე ულამაზესი ხედები იშლება“.
წელს ავიაკომპანია იუბილარია. Easyjet 30 წლის წინ დიდ ბრიტანეთში დაფუძნდა. ავიაკომპანია 35 ქვეყანაში, 1100-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან

30.09.2025.18:05

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებითსაქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით,  ყრუ და სმენადაქვეითებულ  ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამომრჩეველთა საჭიროებების გაცნობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა  და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. ცესკოს წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიური იყო და შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე. 

შეხვედრა 29 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში,ქუთაისში გაიმართა. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკო მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა