მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ტავ ჯორჯიას ინვესტიციები თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ტექნოლოგიურ განვითარებაში

news image

ტავ ჯორჯია განაგრძობს ინვესტირებას თბილისისა და ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტების ტექნოლოგიურ განვითარებაში და სერვისების გაციფრულებაში. ბოლო 5 წლის განმავლობაში TAV Airports-ის შვილობილმა კომპანიამ TAV Technologies  თბილისში რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოები განახორციელა, რათა ქვეყნის მთავარი აეროპორტი პასუხობდეს თანამედროვეობის გამოწვევებს და  პროცედურების გამარტივებით მგზავრებს შესთავაზოს დამატებითი კომფორტი.

 

მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტავ ჯორჯიამ აღნიშნულ პროექტებში 6.5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.  IT მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების გარდა, ტავ ჯორჯია მიმდინარე ხარჯების ფარგლებში ყოველწლიურად 6 მილიონ ლარამდე მიმართავს აიტი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ვინაიდან დაცული, სტაბილური და ეფექტური აიტი ინფრასტრუქტურა  კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ავიაციაში.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაინერგა მგზავრთა ჩასხდომის თვითმომსახურების სისტემა ე.წ. E Gate, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს ხანგრძლივ რიგს თავი აარიდონ და უფრო კომფორტულად ჩასხდნენ თვითმფრინავში ხიდის საშუალებით. 2024 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში E Gate-ის ერთი გასასვლელი  ფუნქციონირებს, 2025 წლიდან კი კიდევ ორი დაემატება. 2024 წლის აგვისტოდან დღემდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ სერვისით 50 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.

 

აეროპორტის გაფრენის ტერმინალში მოეწყო თვითრეგისტრაციის დახლები.  Self Check-in - ის 2 კიოსკის სისტემაში უკვე ჩართულია  რამდენიმე ავიაკომპანია. მათ შორის Air France, LOT Polish Airlines,  Qatar Airways, Turkish Airlines.  იგეგმება კიოსკების რაოდენობის გაზრდა და უფრო მეტი ავიაკომპანიის ინტეგრაცია სისტემაში.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოეწყო ავტომატიზირებული ავტოსადგომი. CarPark-ის თვითმომსახურების სისტემა რიგების წარმოქმნის პრობლემას ხსნის და აეროპორტში მოსვლას მგზავრებისთვის მეტად კომფორტულს ხდის. ასევე, გასულ წელს  თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განახლდა ფრენების შესახებ ინფორმაციის ჩვენების სისტემა FIDS-ი, რამაც მგზავრებისთვის ინფორმაციის მიწოდების მოქნილობა და ხარისხი გაზარდა.

 

„მგზავრთნაკადის ზრდა ბევრ გამოწვევას აჩენს და აუცილებელია, რომ აეროპორტმა შეძლოს ისეთი სისტემის დანერგვა, რომელიც მომსახურებას მეტად მოქნილს და ხარისხიანს გახდის.  2025 წელს ვგეგმავთ დავამატოთ თვითრეგისტრაციის კიოსკები და თვითმომსახურების გასასვლელები. ასევე,  ვმუშაობთ იმისთვის, რომ მალე მგზავრებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საინფორმაციო რობოტი მოემსახუროს. რობოტი მგზავრებს მიაწოდებს ინფორმაციას

აეროპორტის ტერმინალებში არსებული ობიექტების და რეგისტრაციის  შესახებ. ეს ერთგვარი სატესტო მომსახურება იქნება, რომელსაც დავაკვირდებით და შემდგომ გავაფართოებთ. ასევე, წელს დაგეგმილი გვაქვს აეროპორტის ოპერირების მართვის პროგრამის, TAMS - ის განახლება. ეს არის ძირითადი მართვის სისტემა/ბაზა, რომელიც ინტეგრირდება ფრენის განრიგის მაჩვენებლებთან, სარეგისტრაციო სისტემებთან და სხვა კომპონენტებთან და ახდენს მის ორკესტრირებულ მართვას. რა თქმა უნდა მგზავრებისთვის ეს ყველაფერი არ არის ხილული, მაგრამ ეს პროგრამა ფუნდამენტია აეროპორტის ციფრული ოპერირების პროცესში. ასევე გეტყვით, რომ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვის და დიდ ძალისხმევას ვდებთ ამ მხრივ როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური რესურსით. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ის სიკეთეები, რაც აეროპორტების ციფრულ ტრანსფორმაციას მოაქვს“  - აცხადებს მინდია გაბლაია, „ტავ ტექნოლოგიების“ IT მენეჯერი საქართველოში.

 

TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია TAV Technologies ავიაციის სექტორში ლიდერი IT ინტეგრატორია. ეს კომპანია ტექნოლოგიების განვითარებასა და სერვისების გაციფრულებაზე 20 ქვეყნის 50-ზე მეტ აეროპორტში მუშაობს. TAV Technologies-ის მიერ დანერგილი სისტემებით წლიურად 400 მილიონი მგზავრი სარგებლობს. მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში TAV Technologies-ის სერვისები სამ საერთაშორისო აეროპორტშია დანერგილი. ესენია: თბილისის, ბათუმისა და ბაქოს საერთაშორისო აეროპორტები.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკატერინე მიქაბაძემ საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

08.05.2025.19:15

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.

„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა.  კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა  ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა