მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება - გია არაბიძე

news image

„თუ სხვა მატებაზე არ იქნება საუბარი, 2023 წლამდე არსებული ელექტროენერგიის ტარიფის დაბრუნება მაინც, აუცილებლად მიმაჩნია. ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება”, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ სემეკში, 30 მარტს დაგეგმილ საჯარო სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ელექტროენერგიის ტარიფებზე იმსჯელებენ.

მისი თქმით, ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის და იმპორტის მინიმიზაციისთვის საჭიროა.

„ჩვენს დარგს ტარიფის მომატება აუცილებლად სჭირდება, რათა არსებული პრობლემები გადაიჭრას, მათ შორის, ინვესტიციების და ტექნიკური ნაწილის გაუმჯობესების კუთხით. ჩვენს დარგს ასევე, აქვს სოციალური დატვირთვა და როდესაც სემეკი ამბობს, რომ ბალანსი დაცულია - ყოველთვის ცდილობს დაიცვას ბალანსი მწარმოებელს, ენერგოკომპანიასა და მომხმარებლებს შორის. გამოსავალია ის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ ამ პროდუქტის მიღება და გამოყენება, ხოლო ენერგოკომპანიებმა შეძლონ მუშაობის გაგრძელება.

დარგის განვითარების გარდა, იანვარში 1200 მეგავატამდე ავიდა ჩვენი იმპორტი, ამიტომ ამის მინიმიზაცია, რომ გაკეთდეს აუცილებელია გენერაციის გაზრდა, რისთვისაც აუცილებელია სადგურების მშენებლობა, ხოლო ამისთვის აუცილებელია ინვესტიცია. ამას გარდა, იმისათვის, რომ სრულფასოვნად შემოვიდეს ენერგიის განახლებადი წყაროებიდან ნაწარმოები ელექტრული ენერგია ჩვენს სისტემაში, ამისათვის აუცილებელია სარეზერვო სიმძლავრეები", - აცხადებს გია არაბიძე.

ცნობისთვის, სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა, შედეგად ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფი შემდეგი 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდა - აღნიშნული 3 თვე კი, მარტის ბოლოს იწურება.

როგორც 2025 წლის ბოლოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის 3 თვით გადავადებას ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს.

ამასთან, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან, სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა.

კერძოდ, თელმიკოს მომხმარებლებისთვის 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი გახდა 15 თეთრი 18 თეთრის ნაცვლად, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი 22 თეთრის ნაცვლად, ხოლო 301 კილოვატზე მეტის შემთხვევაში, ტარიფი გახდა 23.5 თეთრი 26 თეთრის ნაცვლად.

„ენერგო-პროს" მომხმარებლებისთვის 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი გახდა 14,7 თეთრი 17.7 თეთრის ნაცვლად, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 15.7 თეთრი 18.7 თეთრის ნაცვლად, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს მათთვის ტარიფი გახდა 23.2 თეთრი 26.2 თეთრის ნაცვლად.

ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

26.03.2026.15:02

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წელს ინვენტარიზაცია ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ქარსაფარი ზოლების სავარაუდო ფართობი 8.72 ჰექტარს შეადგენს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 662 ჰექტარს, იმერეთში სამიზნე ფართობი 1 879.54 ჰექტარია, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 342.78 ჰექტარი.

ინვენტარიზაციის ფარგლებში აღირიცხება ქარსაფარ ზოლებში შემორჩენილი ხე-მცენარეთა სახეობები, რაოდენობა, ხნოვანებითი სტრუქტურა და ფაქტობრივი მდგომარეობა. პარალელურად, მზადდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, რის საფუძველზეც ხდება აღნიშნული ტერიტორიების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქარსაფარი ზოლების სტატუსით რეგისტრაცია.

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს. მისი მთავარი მიზანია ქარსაფარი ზოლების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც მათ სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

2021-2025 წლებში ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაცია ჩატარდა 30 მუნიციპალიტეტში და ჯამურად 12,046.3 ჰექტარი მოიცვა. ამავე პერიოდში, ქარსაფარი ზოლის სტატუსით უკვე დარეგისტრირდა 6,707.9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. რეგისტრაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

2026 წელს საქართველოს მასშტაბით ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის დასრულება იგეგმება, რაც სისტემური, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის. ზუსტი მონაცემთა ბაზა სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად დაგეგმოს ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა, რაც ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის პრევენციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა