თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი საგანგაშო ტენდენციაა: ზომიერებაზე უარი უკიდურესობის სასარგებლოდ - ვიქტორ ყიფიანი
ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
Business Insider Georgia ვიქტორ ყიფიანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"პროცედურულ (საპარლამენტო) დემოკრატიაზე და არა მხოლოდ:
- თანამედროვე პოლიტიკის ერთერთი საგანგაშო ტენდენციაა: ზომიერებაზე უარი უკიდურესობის სასარგებლოდ. შედეგი: პარტიულ-პოლიტიკური პოპულიზმის ზრდის ხარჯზე განვითარების პრიორიტეტებს აცდენილი დღის წესრიგი;
- დროთა განმავლობაში პოლიტიკურ უკიდურესობათა უფრო მეტად გაძლიერება ზომიერი პოლიტიკური ცენტრის შემდგომი „დაშრობის“ პარალელურად;
- კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია: მხოლოდ საფრთხეების განეიტრალების დაპირებით ამომრჩველის მიერ არჩევანის გაკეთება, - თუნდაც რომ ასეთი დაპირება, ან მისი შესრულება, სათანადოდ არ ითვალისწინებდეს დემოკრატიული ნორმებისა და პროცედურების დაცვას. ამ ტენდენციის კიდევ ერთი, დამატებითი თანმდევია: ინსტიტუციური მართვის დაქვეითება „დისკრეცილი თავისუფლების“ ზრდის ხარჯზე;
- ანგარიშვალდებულება, როგორც პროცედურული დემოკრატიის ერთერთი საფუძველი, უწყვეტ ყურადღებასა და წახალისებას მოითხოვს. ამასთანავე, თანაბარი მნიშვნელობის მქონეა როგორც ჰორიზონტალური - საჯარო პირებს შორის ერთმანეთის მიმართ - ანგარიშვალდებულება, ისე ვერტიკალური - საჯარო პირების ამომრჩევლის მიმართ - ანგარიშვალდებულება. როგორც წესი, ეს ორი ერთად მუშაობს სასურველი შედეგის მისაღწევად;
- ანგარიშვალდებულება, ასევე, კრიტიკულია იმდენად, რამდენადაც მისი ეროზია განაპირობებს დემოკრატიულ მართვაზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი მედეგობის დასუსტებას და წარმოადგენს მისი დასრულების ერთერთ მთავარ რისკს;
- დემოკრატიული მართვის გაიგივება უმრავლესობით მართვის გაგებასთან არის მცდარი: დემოკრატიულობა არ ნიშნავს შეუზღუდავად იმოქმედო და აკეთო მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობა ხარ;
- დემოკრატიული პროცესის ეროზიის კიდევ ერთი ნიშანია საჯარო გამოსვლებში ხშირი აპელირება „ჩვენ, ხალხი“, „ჩვენ, ხალხის ნებით“, „ჩვენ, ხალხის აზრით“ და ა.შ. ამ სიტყვათა წყობის ხშირი გამოყენება იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოებაში რეალურ განწყობებთან მიმართებით უკვე აცდენაა;
- დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისათვის მორიგ გამოწვევად ყალიბდება ისეთი ვითარება, როდესაც ამომრჩეველს კარგად არ ესმის თუ რა ხდება საჯარო პოლიტიკის სივრცეში; არ აქვს წვდომა ამათუიმ მოვლენისა თუ ფაქტის რეალურ არსზე; არა არის სათანადოდ ინფორმირებული შესაძლოდ სამომავლო განვითარებაზე. ამის თანმდევია: ამომრჩევლის მხრიდან პროცესისადმი ნდობის შერყევა, იმედგაცრუება, ხოლო შედეგად - სახელმწიფოებრივი მედეგობისათვის რეალური საფრთხის გამოკვეთა.
ეს ხარვეზები თუ გამოწვევები ერთად დასაძლევია. ამ საქმეში არ და ვერ იქნება „გამარჯვებული“ და „დამარცხებული“.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:56
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.