მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

თამარ იოსელიანმა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შუა დერეფნისა და საზღვაო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებები განიხილა

news image

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ატონ ოსმან ბოირაზს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა ტრანსპორტის, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის — შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონული კავშირების გაღრმავებისა და გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. 

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უკვე იქცა შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილად და ხელს უწყობს სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობისა და დივერსიფიკაციის ზრდას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის, პორტების განვითარების, საბორნე და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ამ სფეროში ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების განვითარებას. 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად ორ ქვეყანას შორის გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 615 050 ერთეული მგზავრი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,9%-ით მეტია.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ თანამშრომლობა ტრანსპორტის სექტორის ყველა მიმართულებით და გააღრმავონ პარტნიორული ურთიერთობები, რაც ემსახურება რეგიონის სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და ევროპა-აზიის დაკავშირებადობის გაძლიერებას.

შეხვედრას დაესწრნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ბაკურ მიქაძე და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აგრო ფორუმს დაესწრო

24.10.2025.17:30

"აჭარის აგრარული შესაძლებლობები“-ს ფორუმზე ედნარ ნატარიძემ პანელურ დისკუსიაში ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ეფუძნება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი მაღალმთიან აჭარაზე კეთდება, სადაც ტურისტული, საგზაო, კომუნალური და სპორტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. ეს ფაქტორები ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ტურისტული ნაკადების ზრდას და მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი საოჯახო მეურნეობებისთვის. 

ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელი ტურისტებისთვის, აჭარა აღარ ასოცირდება მხოლოდ ზღვისპირა ზონასთან. ოთხ სეზონზე მორგებული ტურიზმის პოლიტიკა სხვა მომიჯნავე სექტორებს მნიშვნელოვნად განავითარებს და ამ კუთხით ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ"- განაცხადა ედნარ ნატარიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა