თამარ იოსელიანმა თბილისის ქალაქისთავად დიმიტრი ყიფიანის არჩევისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ქართველი მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ქალაქისთავად არჩევის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის - „ტფილისის ქალაქისთავი - დიმიტრი ყიფიანი 150 წელი" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა.
„საფოსტო მარკა, უშუალო დანიშნულების გარდა, რაც გულისხმობს საფოსტო გზავნილის გაგზავნის საფასურის გადახდის დადასტურებას და ფილატელიას, ქვეყნის სავიზიტო ბარათიცაა. მასზე დაიტანება ქვეყნის ისტორიის, კულტურის და სპორტის და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება საფოსტო მარკის შექმნისა და მიმოქცევაში გაშვების პროცესს," - განაცხადა მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზენტაცია გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე, თბილისის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები.
საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელმა გიორგი ერაძემ ერთი საიუბილეო მარკა დიმიტრი ყიფიანის მუზეუმს გადასცა.
საიუბილეო საფოსტო მარკა თბილისის საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებითა და საქართველოს ფოსტის მეშვეობით დამზადდა.
საფოსტო მარკა მიმოქცევაშია 2025 წლის 23 ოქტომბრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
სხვა სიახლეები
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
28.10.2025.18:35
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე მიმდინარე რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ნაწილობრივი შეზღუდვით.
შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმათულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება სოფელ ყარათაკლიადან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზების გავლით, საიდანაც სოფელ გამარჯვებაში უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზას, ხოლო ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა, სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე ხორციელდება მარჯვენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება მარცხენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით.
აღნიშნული სამუშაოების წარმოების ვადად განსაზღვრული იყო 2025 წლის 28 ოქტომბერი. თუმცა, სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო დადგენილ ვადაში და საჭიროა მისი გაგრძელება 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით.