საქართველო ბუნებრივი კარიბჭეა რეგიონული ბაზრების დასაკავშირებლად - თამარ იოსელიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველო - იაპონიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველო - იაპონიის ეკონომიკური კავშირები და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ბიზნეს ფორუმები ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს. თამარ იოსელიანის თქმით, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით და აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას და კონკურენტუნარიანობას. მათ შორის, თამარ იოსელიანმა დაასახელა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვ.
„საქართველო ბუნებრივი კარიბჭეა რეგიონული ბაზრების დასაკავშირებლად. ბოლო წლებში, ტრანსკასპიურმა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტმა, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც შუა დერეფანი, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამ კუთხით, საქართველომ აჩვენა, რომ არის საიმედო და ეფექტური დამაკავშირებელი ჰაბი აზიასა და ევროპას შორის. 2032 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ბიზნეს ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" წარმომადგენლებმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა - დათა კობახიძე
14.04.2026.19:00
ტყის ეფექტიანი მართვისთვის მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც გრძელვადიანი მართვის გეგმების ფარგლებში, ისე ადგილზე მომუშავე თანამშრომლების მიერ.
„მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს ვგულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ შეუძლებელია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს და ვტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები, ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილების დახმარებით წარმატებით ვართმევთ თავს მასშტაბურ საქმიანობას. საერთო ჯამში, დამატებითი ტყის მცველების ჩართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება - წლევანდელი წლიდან გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათ მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა საერთო ჯამში დადებითად აისახება. ყველა ქმედება - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიეროდ ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად - კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ნახლდება. ეს ყველაფერი დადებითად აისახება იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.