მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში

news image

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბათუმში დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ. 

ლაშა მაღრაძის თქმით, კონტრტერორისტული ცენტრისთვის აღნიშნული პირების შესახებ ცნობილი იყო.

„ასევე წინასწარ ვფლობდით ინფორმაციას მათი საქართველოში შემოსვლისა და შემოსვლის მიზნობრიობის შესახებ. ისინი საქართველოში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და დაბინავდნენ ნაქირავებ ბინაში. შემოსვლის დღიდანვე ორივე მათგანი იმყოფებოდა კონტრტერორისტული ცენტრის ოპერატიული კონტროლის ქვეშ, რაც მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ხორციელდებოდა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი), რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს, რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სისტემის საიმედო პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, - აღნიშნა მან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

20.04.2026.15:09

„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა. 

ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა. 

„სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, სრულად განახლდება აქ არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამას გარდა, ლეონიძის ქუჩაზეც გვაქვს შეზღუდვა, რაც ერთი კვირა გაგრძელდება. ამ დროში შეიცვლება ის ძირითადი კომუნიკაციები, რაც საჭიროა.მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, იქნება არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, შიდა ეზოების მოწესრიგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 


სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის დასრულებას, დაახლოებით, ორი წელი დაჭირდება.

თბილისის მერის თქმით, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, რუსთაველის გამზირზეც მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა და მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება. 

„ალბათ, იქნებიან დაინტერესებული კომპანიები და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. რუსთაველის გამზირიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ არსებულ შენობა-ნაგებობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

კახა კალაძესთან ერთად სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა