სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა.
„ფრანგულმა მწარმოებელმა „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ არცერთ ქვეყანში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტიორი კომპანია „უნო გრუპი“ შეამოწმეს. ბიზნესოპერატორი სურსათის გამოთხოვის და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების თავის არიდებისთვის დაჯარიმდა.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია კონკრეტული პარტიები, რომელებიც ექვემდებარება ბაზრიდან გამოთხოვას: Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G -8000003297; Picot 2 800G -8000003280. ბაზრიდან გამოთხოვის პროცესს, სააგენტოს ზედამხედველობით, ბიზნესოპერატორი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების პროდუქციის. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზე Picot-ის სახელწოდებით არის წარმოდგენილი“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
23.03.2026.17:08
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსისსაავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.