სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ზ.თ.-ს (მის: ქ.სიღნაღი სოფ: ჯუგაანი) ყველის საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
ინდივიდუალური მეწარმე გ.მ. (მის: ვანი, სოფ. სალხინო) ყველის გადამუშავებას ეწეოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი (სულგუნი) და ნადუღი. ამავდროულად, მზა სურსათი არ იყო ეტიკეტირებული.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფიზიკური პირი ა.ხ.-ს (მის: საჩხერე, სოფ ჯალაურთა) კუთვნილ არალეგალურ ყველის საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ გამოვლინდა სავალდებულო აღიარების და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე რძის შემცველი პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის ფაქტებიც. ფიზიკური პირი დ.ს. (მის: ქ. ბათუმი, ჩოლოყაშვილის ქ N 89) ჰიგიენური ნორმებისა და შენახვის პირობების დარღვევით ახდენდა რძის შემცველი პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას. სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა შპს “გურიაც“ (მის: ქ. ბათუმი, კომახიძის 83ა).
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
სხვა სიახლეები
ვმუშაობთ იმაზე, რომ მობილური იუსტიციის სახლების პროექტიც გავაძლიეროთ | ვახტანგ ჟვანია
23.03.2026.16:30
იუსტიციის სახლი რეგიონულ გაფართოებას აგრძელებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანია განმარტა, ხელვაჩაურში 127-ე ფილიალის გახსნის შემდეგ, მიმდინარე წელს ახალი ოფისები აშენდება მცხეთაში, ახმეტაში, ზოდსა და ჭალაში, პარალელურად კი გაძლიერდება მობილური იუსტიციის სახლების ქსელი, რათა სერვისები ქვეყნის მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
„ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყველასთან ვიყოთ ახლოს და ამ ახლოს ყოფნაში მხოლოდ და მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ ავაშენოთ იუსტიციის სახლი და გავხსნათ. ნაწილობრივ ჩვენ წარმოდგენილები ვართ მობილური იუსტიციის სახლებითაც, რომელიც ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია იუსტიციის სახლისა. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს რამოდენიმე მიმდინარე მშენებლობა. გამოვარჩევდი განსაკუთრებით მცხეთას, იმიტომ რომ მცხეთაში ვაშენებთ, ასე ვთქვათ, დიდ იუსტიციის სახლს, რადგან ვიცით, რომ რაოდენობა მომხმარებლისა, რა თქმა უნდა, დიდია მცხეთაში. ასევე იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ახმეტაში, მიმდინარეობს ზოდში და ჭალაში. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მობილური იუსტიციის სახლების პროექტიც გავაძლიეროთ, მათი რაოდენობა გავზარდოთ. ამ მომენტისთვის 20-მდე მობილური იუსტიციის სახლი ოპერირებს მთელ საქართველოში. ის პროცესები, რაც იუსტიციის სახლში მიმდინარეობს, დღეს ბუნებრივია გამომდინარეობს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებით და ამ ძირითადი პოლიტიკის მთავარი არსი სწორედ ის არის, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნოთ მოქალაქეზე. ყველაფერი რაც კეთდება, რა პროექტებიც იგეგმება და ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს ორიენტირებული საქართველოს მოქალაქეზე“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.