სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება - განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას.
„ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. განცხადებების მიღება გაგრძელდება 31 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით გაყიდვები გაზარდა — გაიცანით სივრცე უნიკალური კონცეფციით
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
20.05.2025.19:00
დღეს ყველა საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე, თუმცა ტექნოლოგიები ყოველთვის იყო და დარჩება დამხმარე ინსტრუმენტად და ვერაფერი შეცვლის მასწავლებელს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.
„დღეს ყველა საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე და მეოთხე ციფრული ინდუსტრიული რევოლუციის შედეგებზე. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხელოვნური განათლება, ისევე, როგორც ტექნოლოგიები, იქნება სწავლების ხელშემწყობი, თუმცა ეს არ იქნება მთავარი ან ძირითადი ინსტრუმენტი. ტექნოლოგიები ყოველთვის იყო და დარჩება დამხმარე ინსტრუმენტად და ვერაფერი შეცვლის მასწავლებელს. მასწავლებლის მნიშვნელობა მომავალშიც ისეთივე იქნება, როგორიც ეს იყო აქამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების თაობაზე და იმ მეთოდებზე, რომელიც ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე საჭირო და სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის. ეს არ არის ჩვენი მსჯელობის და დისკუსიის ერთადერთი საკითხი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის მიმართულება და საფეხური განათლების კუთხით, სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილი სიახლეების გაზიარება იქნება ეს, პროფესიული თუ ზოგადი განათლება. ამ მხრივ შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ფორმატში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. მეორეს მხრივ, ასევე ვცდილობთ, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ საუკეთესოდ და ის პრაქტიკა, რაც არის საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, წარმოჩენილი იყოს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება“, - აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.