მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7100.1
0.002
flag
AZN 1.5736
-0.0005
flag
CNY 38.743
-0.0013
flag
EUR 3.1561
0.0081
flag
GBP 3.6135
0.0068
flag
KZT 53.81
0.0003
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6751
-0.0009

STEM განათლება მსოფლიოში პრიორიტეტულია, რომელზეც ხდება გლობალური ეკონომიკის აგება - გიორგი ამილახვარი

news image

მიგვაჩნია, რომ STEM განათლება მსოფლიოში პრიორიტეტი ხდება, რომელზეც მთლიანად ხდება გლობალური ეკონომიკის აგება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მთავრობა და სამინისტრო დიდი ყურადღებას უთმობს ამ მიმართულებით წამახალისებელ კონკურსებს.

„დღეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ინოვაციური გამოგონებები, რომელიც ჩვენმა, ქართველმა ბავშვებმა შექმნეს. ეს იყო ნიჭის, შრომის და მონდომების ზეიმი, რაც ამ ბავშვებმა თავიანთ პროექტებში ჩადეს და გააკეთეს. რა თქმა უნდა საბოლოოდ გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები. თითოეულ მათგანს მინდა გულითადად მიულოცო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებას, რადგანაც მიგვაჩნია, რომ STEM განათლება დღეს მსოფლიოში ხდება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ეგება მთლიანად გლობალური ეკონომიკა. ამიტომ ჩვენი მთავრობისთვის და სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ასეთი წამახალისებელი კონკურსები და ბუნებრივია ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, დროს და ინვესტიციას დავუთმობთ STEM განათლებას საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, რომელიც „რესპუბლიკაში“ გაიმართა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების განხორციელების წახალისებასა და STEM დარგების პოპულარიზაციას, რაც თანამედროვე ციფრულ სამყაროში აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“ გახდა. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. გამარჯვებული გუნდის წევრები, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.

მეორე ადგილზე გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“ გავიდა.

გუნდის წევრებმა, რომლებიც თბილისის 199-ე საჯარო სკოლის  მოსწავლეები არიან, შექმნეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც რეალურ დროში ნაბეჭდ ტექსტებს ბრაილის შრიფტში თარგმნის, რითაც ტექსტები უფრო ხელმისაწვდომია უსინათლოთათვის. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა – „Optical Visionaries”, რომელიც შედგება თბილისის და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი. მოწყობილობა მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გუნდის წევრებს „ლიბერთი ბანკი“ სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში, გაუშვებს.

გარდა ამისა, კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა გუნდი – „Halove” და მისი წევრები, სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები დაასაჩუქრეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქპატენტი, ჯეოლაბი, აკადემია „ლეტერატო“ და კომპანია allmarket.ge.

წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ახორციელებს. კონკურსი წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა და ის მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 3 000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გიორგი მაღალაშვილს 95-ე დაბადების დღეს ულოცავს

23.02.2026.14:44

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსს, საქართველოს ირაკლი ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ სამეცნიერო მრჩეველს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ევროპისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს დამსახურებულ გეოლოგს, ღირსების ორდენისა და სტუ-ის ოქროს მედლის კავალერს, კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემიის ლაურეატს, სასარგებლო წიაღისეულის ოთხი საბადოს პირველაღმომჩენს, პროფესორ გიორგი მაღალაშვილს 95 წლის იუბილეს ულოცავს.

„პროფესორ გიორგი მაღალაშვილის მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა გამორჩეულია როგორც მასშტაბით, ისე მნიშვნელობით. მისი კვლევები, ფუნდამენტური შრომები და პრაქტიკული საქმიანობა ფასდაუდებელია ქართული გეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ბატონი გიორგის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ გიორგი მაღალაშვილის ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. მის მიერ აღზრდილი არაერთი სტუდენტი და მკვლევარი დღეს წარმატებით აგრძელებს საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პროფესორ გიორგი მაღალაშვილის 95 წელი ღირსეული და ნაყოფიერი ცხოვრებისეული გზაა, რომელიც მთლიანად უკავშირდება სამშობლოს, მის ოჯახს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მეცნიერებასა და მომავალი თაობების აღზრდას.

მრავალჟამიერ, ბატონო გიორგი!“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

გიორგი მაღალაშვილი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 4 ახალი სამეცნიერო ნოვაციის, 4 გამოგონების, ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების გეოლოგიური რუკის, 3 გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდის დამუშავების ავტორია. მას 40-ზე მეტი სამეცნიერო ფორუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა