Starring Georgia-ს ფარგლებში, „დინამო არენაზე“ Justin Timberlake-ს კონცერტი გაიმართება
უკუთვლა დაიწყო! მსოფლიო სუპერვარსკვლავი Justin Timberlake, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეწვევა. პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს.
Justin Timberlake მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, *NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.
Justin Timberlake- ს პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს 10 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, წარმატებული სოლო ალბომებისთვის — „Man of the Woods“, „The 20/20 Experience“, „FutureSex/LoveSounds“ და მისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის — „Justified“. გარდა ამისა, ჯეი-ზისთან კოლაბორაციით, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეო სტრიმი მოიპოვა; ასევე, მიიღო Emmy-ის 4 ჯილდო საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულ შოუ „Saturday Night Live-ში“ მისი დასამახსოვრებელი გამოსვლებისთვის.
Justin Timberlake- ს გახმოვანებული აქვს „DreamWorks-ის“ ანიმაციური მიუზიკლი „TROLLS-ს“. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა „Can't Stop the Feeling!" 2017 წელს გამოსული „Trolls Holiday-იდან“, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „Everything I Thought It Was“, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტ-სინგლებს: „Selfish" და „No Angels“.
23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ ათიათასობით მელომანს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინონ საყვარელ ჰიტებს და ამასთანავე, უახლესი ალბომის სინგლებს.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 8 პარილს, 12:00 საათზე TKT.ge/JustinTimberlake-ზე. ტრადიციისამებრ, „Starring Georgia-ს“ მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს, Starring Card-ის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ Pre Sale-ით და ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები 1 დღით ადრე შეიძინონ. წინასწარი გაყიდვა 7 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.