მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.8
-0.0011
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.314
0.0016
flag
EUR 3.1636
0.0017
flag
GBP 3.6022
0.0056
flag
KZT 52.36
-0.0009
flag
TRY 0.0631
0
flag
USD 2.6979
0

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

news image
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ ინფორმაციას.
კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს.
„გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. მსჯავრდებულმა ზურაბ ჯაფარიძემაც დაწესებულების დატოვებისას თან წაიღო საკუთარი ტანსაცმელი.
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, შესაბამისად გაურკვეველია რას ეფუძნებოდა მსჯავრდებულის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მას პენიტენციური დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 10:30 საათზე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე.
პენიტენციურ დაწესებულებაში, დაწესებულების დღის განრიგის შესაბამისად, მუშაობა იწყება 08:00 საათზე. მსჯავრდებული ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მოგვარებას დასჭირდა მცირე დრო და ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით დაახლოებით 08:30 საათზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ იმგვარი განცხადების გავრცელებისგან, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს რაიმე სახით ან ფორმით სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გაყინული ქათმის ხორცის პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

19.12.2025.14:17

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი" და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", სასაზღვრო-საკარანტიკო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა 50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება.

აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა