მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

სპეკულაციაა და არასერიოზულია შეფასება, თითქოს „იგლ ჰილსის" ინვესტიცია რაიმე ფორმით დაკავშირებულია უკანონო მიგრაციის ზრდასთან - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ღირებულების საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სპეკულაცია უწოდა შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს ინვესტიცია რაიმე ფორმით დაკავშირებულია უკანონო მიგრაციის ზრდასთან.

„ეს მოსაზრება იმდენად არასერიოზულია, რომ შეიძლება მოსარიდებელიც კი იყოს პასუხის გაცემა, მაგრამ რადგან არსებობს ასეთი კითხვები, მზად ვართ, გამჭვირვალედ ყველა კითხვას ვუპასუხოთ. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მისი ხისტი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით, მეორე მხრივ, სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის ის ძალა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებით აკრძალა სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. დაშვებულების დონეზეც რომ დავთვალოთ საცხოვრებელი ფართების ოდენობა, რაც პროექტის ფარგლებში აშენდება და ასევე გადავხედოთ წინა წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ არაფერი განსხვავებული არ ხდება ისეთი, რომ ამ პროექტმა ბიძგი მისცეს არაჯანსაღ მიგრაციას" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობას, ერთობლივ საწარმოში წილს და იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო რჩება მიწის თანამესაკუთრედ, სადაც მრავალმილიარდიანი პროექტი განხორციელდება.

„მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ამ პროექტს არავითარი განსხვავებული მიდგომა არ ექნება და სახელმწიფო არ გეგმავს, რომ რაიმე საშეღავათო ფორმა გამოიყენოს, მაგალითად, ბინადრობის უფლება დაუკავშიროს საკუთრების ფლობას და ა.შ, - ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული, დეველოპერული პროექტი, თუმცა, ამავდროულად, ეს არის ორი ახალი დანიშნულების ადგილი, რომელიც ბევრად უფრო დიდ ღირებულებას შექმნის ქვეყნის ტურისტული, დეველოპერული სექტორისთვის, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვესტორს აქვს ძალიან დიდი სურვილი, პროექტის განხორციელების ფაზაში, დაგეგმარებისა და სამშენებლო ნაწილში რაც შეიძლება მეტი ქართული კომპანია ჩაერთოს.

„ბატონი ალაბარი საჯაროდაც საუბრობდა ამაზე, რომ სურვილი აქვს, პროექტში ჩაერთონ ქართველი არქიტექტორები, მშენებლები, სხვადასხვა სპეციალისტები იმისთვის, რომ ფაქტობრივად, ქართული პროექტი შეიქმნას და დარწმუნებულები ვართ, რომ ვნახავთ ძალიან მაღალი სტანდარტის მქონე ქართულ პროექტს, რომელიც, ამავდროულად, იქნება საცხოვრებელი კომპლექსი, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

18.11.2025.11:52

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.

„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.

სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა