სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. როგორც ცნობილია პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი აპრილის ბოლოს თანამდებობიდან გადადგა. სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად კი მინისტრის პირველ მოადგილედ ნინო თანდილაშვილი დაინიშნა, რომელიც სამინისტროში მოადგილის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.
იმავდროულად კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა თენგიზ ნასარიძე, რომელიც მანამე შპს „საქართველოს მელიორაციას“ ხელმძღვანელობდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.10:48
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით.
კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით: https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.