მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

news image

განაცხადების მიღება 8 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და პროგრამის  ბიუჯეტის  (5 მლნ ლარი) ამოწურვამდე გაგრძელდება.

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ 2023 წელს ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში, 9 მლნ ლარზე მეტით  114 ბიზნესიდეა სახელმწიფოს მიერ უკვე  თანადაფინანსებულია.  

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს

აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.

პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და  ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www.rda.gov.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, დასაქმების 75%-იანი მაჩვენებელი გვაქვს - კახა კალაძე

17.07.2025.12:11

თბილისის მერმა კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევის - დასაქმების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლიდან დაწყებული პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ბოლო წლების განმავლობაში იმ პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც რჩება დასაქმება. ბიზნესი ეძებს კვალიფიციურ სპეციალისტებს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა გვაძლევს ცოდნას, რა სფეროებში სჭირდება ბიზნესს ძლიერი კადრები და ზუსტად ამ მიმართულებით ვაძლევთ ახალგაზრდებს შესაძლებლობას, რომ პროფესიულ საქმიანობაში განვითარდნენ და დასაქმდნენ. დასაქმების 75%-იანი მაჩვენებელი გვაქვს. მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განმარტებით კი, განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით 900-მდე პროექტი დაფინანსდა. 

„განათლების მიმართულებით არსებული პროექტები მიმართულია იმ საჭიროებებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ჯამში, ნახევარმა მილიონმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. პრიორიტეტულია სწავლის დაფინანსება. მიგვაჩნია, რომ ყველას, ვისაც აქვს სწავლის სურვილი, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამიტომ, არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სწავლა დაუფინანსდა 19 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს. ბოლო წლებში დაემატა მრავალშვილიანი და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების კომპონენტი. უკვე 4 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ასევე, ვახალისებთ წარჩინებულ სტუდენტებს. ამისთვის შევიმუშავეთ წარჩინებული მაგისტრანტების სტიპენდია, რაც მუნიციპალიტეტის სახელით გაიცემა. 5 000-მდე მაგისტრანტმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მისაღებად მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.

„არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი ერთ-ერთი კომპონენტია ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ყოველწლიურად 3 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში 130-მდე მიმართულებით; მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალში 4 000-მდე ახალგაზრდა ჩართულია საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სპორტულ წრეებში; მოქმედებს 34 მუსიკალური სკოლა, რომელიც იძლევა 15 მოთხოვნადი მუსიკალური პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. ჯამში, 9 000-მდე ჩვენი მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

მერის მოადგილის განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს კულტურული და განათლების სხვადასხვა პროგრამა.

„ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების მიმართულებით აქტიურად ფინანსდება სხვადასხვა პროექტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა კულტურული თუ განათლების კომპონენტი, მათთვის, ვისაც სჭირდებათ დამატებითი ხელშეწყობა“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა