სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. კარკუჩა) ზვავის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სხვა სიახლეები
14.04.2026.09:43
საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ჩარევაც აუცილებელია - დათა კობახიძე
14.04.2026.08:55
საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ადამიანის ჩარევაც აუცილებელია. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყის აღდგენა რეგიონების მიხედვით განსხვავდება და ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, ტყის გავრცელება საძოვრების ეკოსისტემებსაც კი ფარავს.
„აღდგენის კუთხით, თავად ტყეს, განსაკუთრებით საქართველოს ტყეებს, ახასიათებს თვითაღდგენის უნარი. ანუ, თუ არ გაგრძელდება არასწორი სარგებლობა და არ იქნება უკანონო, მასშტაბური ჩარევები, დროთა განმავლობაში ტყე ბუნებრივად ახდენს თვითაღდგენას.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ჩარევა და მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღდგენის პროცესის დაჩქარებაში.
აქვე მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს საკითხი ყველა რეგიონს არ ეხება. არსებობს რეგიონები, სადაც, პირიქით, გარკვეულ ტერიტორიებზე საძოვრების უნიკალური ეკოსისტემა იფარება, რადგან აღარ მიმდინარეობს ტრადიციული საქმიანობა და ტყე ფარავს ამ ფართობებს.
მით უმეტეს, კლიმატის ცვლილებისა და ტრადიციული საქმიანობის შემცირების ფონზე, ასევე სხვა ფაქტორების გავლენით, არსებობს რიგი რეგიონები, სადაც ეს პრობლემა მწვავედ არ დგას. თუმცა, გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის საკურორტო ზონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც უნდა იყოს დაცვითი ტყის სტატუსი, ასევე ზოგ შემთხვევაში ჭალის ტყის ეკოსისტემებში, ეს პროცესები მაინც შეინიშნება.
რაც შეეხება აღდგენას, ეს, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შედეგის მომტანი ვერ იქნება. თუმცა, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით, მათ შორის მონიტორინგის გაძლიერებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყის ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმების შემუშავების პროცესში, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. სწორედ ამ გეგმებში განსაზღვრული ტერიტორიების აღდგენა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.
საბოლოოდ, ამ პროცესების ერთობლიობა მოგვცემს შედეგს, თუმცა ამას დრო სჭირდება, ხშირ შემთხვევაში დაახლოებით 10 წელი, ზოგ შემთხვევაში კი სრულფასოვანი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შესაძლოა ათწლეულებიც კი, ან საუკუნეც დასჭირდეს,“ - აღნიშნა დათა კობახიძემ.