სოფელ ჭაბუკიანის ტერიტორიაზე ინაბოტის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაბუკიანის ტერიტორიაზე ინაბოტის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთის წმენდა ნატანი მასისგან, რაც 80 ჰექტრამდე მიწის ფართობზე დრენაჟის გამტარობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამუშაოები მიზნად ისახავს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და ჭარბი წყლის შეუფერხებელ გადინებას. რეაბილიტაციის შედეგად შემცირდება სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვის რისკი, რაც გააუმჯობესებს მიწის გამოყენების პირობებს და გაზრდის მოსავლიანობას.
შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლებასა და რეაბილიტაციას.
სხვა სიახლეები
ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ - კულტურის მინისტრი
06.04.2026.22:04
ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ, - აცხადებს კულტურის მინისტრი, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“ Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. თინათინ რუხაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კულტურული და სპორტული ობიექტების განვითარება - იგეგმება ქრისტიანული კულტურის ცენტრისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მშენებლობა, ასევე ძეგლების რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების დაპროექტება.
მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია საკონცერტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ფილარმონიის რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად ვითარდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები და თბილისში უნიკალური სტადიონის მშენებლობა, რომელიც საკონცერტო შესაძლებლობებსაც მოიცავს.
„ჩვენ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვავითარებთ პრემიერთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მასთან შეთანხმებით: ვაშენებთ ქრისტიანობის კულტურის ცენტრს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად... თანამედროვე ხელოვნების ცენტრს.
ძალიან ბევრი რეაბილიტაცია მიმდინარეობს როგორც ძეგლის, ისევე ახალი შენობების დაპროექტება. იცით, რომ სპორტის კუთხით მულტიფუნქციურები ყველგან შენდება იმისთვის, რომ სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება... კულტურაც არის ამის განუყოფელი ნაწილი, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის სახეა კულტურა. საკონცერტო დარბაზებს, ფილარმონიიდან დაწყებული ყველა დარბაზის რეაბილიტაცია - უკვე ფილარმონია დავიწყეთ. სტადიონი შენდება, რომელიც იცით რომ თბილისში უნიკალურ სტადიონის მშენებლობაზეა ლაპარაკი, რომელიც ასევე საკონცერტო ინფრასტრუქტურით იქნება გაჯერებული იმისთვის, რომ დიდ პროექტებს აკეთებს Starring Georgia და ძალიან სერიოზული კომპანიაა, რომელიც ასევე ჩვენს არეალში შემოდის და ამიკო ჯანელიძე და მისი გუნდი უნიკალურ პროექტებს ახორციელებენ ყოველწლიურად.
გასულ წელს ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო და ახლა მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ვართ, მაინც ვცდილობთ, რომ წლევანდელი წელიც იქნებ საინტერესო იყოს.
მოკლედ კულტურაც არის ბიზნესის და ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ის არის სახე, რომელიც საიმიჯო საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია როგორი იქნება ქვეყანა შეფუთული, დაბრენდილი და როგორ იქნება წარმოდგენილი მსოფლიოსთვის, რომ ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი იყოს მუდმივი“, - აცხადებს კულტურის მინისტრი.