სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს გარემოსდაცვით საკითხებზე, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ლექცია-სემინარი ნარჩენების მართვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებზე; მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროებში არსებულ დეფიციტურ პროფესიებზე და ცენტრის ფარგლებში მიმდინარე თემატურ კონკურსზე.
„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ყველა ბავშვისთვის, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელს, განსაკუთრებით მოწყვლად თემებს, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს განვითარების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა თამთა დევდარიანმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე ჩატარდა დაახლოებით 80-მდე სკოლაში და პროცესი აქტიურად გრძელდება ქვეყნის მასშტაბით.
სხვა სიახლეები
ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ახალ, 70-კმ-იან მონაკვეთს ააშენებს
30.03.2026.16:30
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ხაშური–ზესტაფონის“ ახალ 70-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გეგმავს, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონების უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.
სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება - თავდაპირველად აშენდება 36 კმ-იანი მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში კორპორაციამ უკვე მოამზადა „ხაშური–ზესტაფონის“ გაზსადენის (36 კმ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) და გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შემდეგი გადაწყვეტილების მიზნით.
მილსადენის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა მეორე ეტაპზე დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.
მაგისტრალური გაზსადენის ახალი მონაკვეთის მოწყობა ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე განხორციელდება.