მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
-0.0082
flag
AZN 1.5923
-0.0003
flag
CNY 38.07
-0.0005
flag
EUR 3.1342
-0.0025
flag
GBP 3.5514
-0.0085
flag
KZT 52.22
0.0022
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7073
-0.0005

სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია, ნორვეჯიანი - Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

news image

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიაკომპანია, ნორვეჯიანი - Norwegian შემოდის. ნორვეგიის ყველაზე დიდი და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის ზაფხულიდან იფრენს. ისტორიაში პირველად, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2026 წლის 27 ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Norwegian-თან პროაქტიული მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

2024 წელს დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი გზით 32,384 მგზავრმა ისარგებლა. ჯამურად კი, სკანდინავიის ქვეყნებიდან 2024 წელს საქართველოს 22,552 ვიზიტორი ეწვია.

სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და მგზავრთა გადაყვანის მიხედვით, ევროპაში სიდიდით მეოთხე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. Norwegian 2021 წელს Skytrax-ის მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა. ბილეთების შეძენა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პირველად ისტორიაში, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განხორციელდება - ლევან მოსეშვილი

20.11.2025.13:30

სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია, ნორვეჯიანი - Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Norwegian-თან პროაქტიული მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.

,,საქართველოს ავიაბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლეა. ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული გადამზიდავი. ნორვეგიის ავიახაზები, სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია, 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს ოპერირებას კოპენჰაგენი–თბილისი-კოპენჰაგენის პირდაპირ მიმართულებაზე.

27 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, პირველად ისტორიაში, ჩვენს დედაქალაქებს შორის განხორციელდება პირდაპირი რეგულარული რეისები. ეს გადაწყვეტილება გაამყარებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ კავშირებს საქართველოსა და სკანდინავიას შორის.

მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარი იზრდება, ავიაკომპანიების მრავალფეროვნებასთან ერთად და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ევროპელი მგზავრებისთვის,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

2024 წელს დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი გზით 32,384 მგზავრმა ისარგებლა. ჯამურად კი, სკანდინავიის ქვეყნებიდან 2024 წელს საქართველოს 22,552 ვიზიტორი ეწვია.

სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და მგზავრთა გადაყვანის მიხედვით, ევროპაში სიდიდით მეოთხე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. Norwegian 2021 წელს Skytrax-ის მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა