მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებული ტრენინგების სერიის ფარგლებში, სპეციალისტები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან გადამზადდნენ

news image

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებული ტრენინგების სერიის ფარგლებში, სპეციალისტები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან გადამზადდნენ.

ტრენინგების სერია, რეგიონებში ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელ ქვეყანას მოიცავს.

ერთიანი საინფორმაციო სისტემის საშუალებით, სამშენებლო ნებართვის მიღება, ქალაქთმშენებლობითი პროექტების წარდგენა თუ სივრცითი კოდექსით გათვალისწინებულ ყველა სხვა მოქმედება, დისტანციურად განხორციელდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ვირტუალური აქტივის სერვის პროვაიდერების დარგი სწრაფად განვითარებადია, შესაბამისად მომხმარებელთა უფლებები მეტად დაცვას მოითხოვს - ბექა დოჭვირი

12.12.2025.17:24

ვირტუალური აქტივის სერვის პროვაიდერების შემთხვევაში იზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატი. ეს ცვლილება მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამყარებისაკენ. ასევე, სებ-ს ექნება უფლებამოსილება, რომ სრული ზედამხედველობა განახორციელოს ვირტუალური აქტივის პროვაიდერებზე, რაც გულისხმობს პრუდენციულ ზედამხედველობას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა დოჭვირმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვირტუალური აქტივის პროვაიდერების რეგისტრაციას 2023 წლიდან ახორციელებს, ამ დროისთვის კი დაახლოებით 31 სუბიექტია რეგისტრირებული.

მისივე თქმით, ეს დარგი არის სწრაფად განვითარებადი და მომხმარებელთა უფლებები მეტად უნდა იყოს დაცული.

ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, სებ-ს მიენიჭა უფლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შემოწმების ფარგლებში, დაადგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნები, რისკების მართვის სტანდარტები, რისკების მართვის ჩარჩო და სხვა დამატებითი მოთხოვნები.

ბექა დოჭვირის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ვირტუალური აქტივის მომსახურების სფერო სწრაფად იცვლება და ვითარდება. ასევე ვითარდება ვირტუალური აქტივის მომსახურებები და იზრდება ამ მომსახურებების მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან გაძლიერებულ ზედამხედველობას მოითხოვს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა