სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებული ტრენინგების სერიის ფარგლებში, სპეციალისტები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან გადამზადდნენ
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებული ტრენინგების სერიის ფარგლებში, სპეციალისტები კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან გადამზადდნენ.
ტრენინგების სერია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ურბანული მიმართულების ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით მიმდინარეობს.
ერთიანი საინფორმაციო სისტემის საშუალებით, დისტანციურად განხორციელდება: სამშენებლო ნებართვის მიღება, ქალაქთმშენებლობითი პროექტების წარდგენა; სივრცითი კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებები, მათ შორის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავება და დამტკიცება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, ზედამხედველობა, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეების განსაზღვრა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და სხვა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრონული ადმინისტრაციული წარმოება 1-ლი თებერვლიდან სავალდებულო ხდება.
სხვა სიახლეები
წნორი–ლაგოდეხის გზის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
20.01.2026.15:56
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის წნორი–ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
საპროექტო მონაკვეთი იწყება ქალაქ წნორში, მიუყვება თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას და გვერდს უვლის სოფელ ჩადუნიანს, ვარდისუბანს, ცოდნისკარს, განათლებასა და ქალაქ ლაგოდეხს. გზა სრულდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან.
მონაკვეთის საერთო სიგრძე 40.4 კილომეტრია და 2-ზოლიანი იქნება. პროექტი ორ მონაკვეთად დაიყოფა და მოიცავს: წნორი–ლაგოდეხის 30.9 კმ-იან მონაკვეთს და ლაგოდეხის 9.5 კმ-იან შემოვლით გზას.
საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია წნორი–ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა 18 თვეს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები არაუგვიანეს 2026 წლის 17 თებერვლის, 18:00 საათისა უნდა წარადგინონ.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე: https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1768901921
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.