მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.2
0.0339
flag
AZN 1.5922
0.0045
flag
CNY 37.707
0.0084
flag
EUR 3.1532
0.0082
flag
GBP 3.6455
0.0018
flag
KZT 50.34
0.002
flag
TRY 0.0661
0.0001
flag
USD 2.7068
0.0068

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

news image

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 27-32 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში 30-35, ხოლო თბილისში 35 გრადუსი.

„დღეისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისში, გვექნება უმეტესად უნალექო ამინდი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას დასავლეთ საქართველოს დაბლობში გვექნება 27-32 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსი, ხოლო თბილისში დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 35 გრადუსამდე აიწევს , - განაცხადა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მუხიანის აგარაკების რეაბილიტირებულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

22.08.2025.14:42

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაშიშესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება. 

23 აგვისტოდან რეაბილიტირებულ ქუჩებზე მიკროავტობუსები იმოძრავებენშემდეგი მარშრუტებით:

№467– მოემსახურება ნეკრესის, დაისის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებს და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან, კერძოდ, გობრონიძის ქუჩასთანდააკავშირებს; 

№499– მგზავრებს გურიის, იაკობის, ტაძრისა და ბორჯომის ქუჩებიდან მიიყვანს „ახმეტელის თეატრთან“, გობრონიძის ქუჩაზე. აღნიშნული მიკროავტობუსი რეაბილიტაციის შემდეგ მოემსახურება რაჭის ქუჩის მოსახლეობასაც; 

№461-ის მარშრუტი, რომელი ამჟამად ემსახურება საზანოს, 26 მაისის და ზნაკვის ქუჩებს ვარდისუბნის ქუჩის კვეთამდე, ახალი სქემით ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდეგაგრძელდება; 

№500– მოემსახურება მარატ ნოზაძის, გამარჯვების, გურიის და გრემის ქუჩებს იაკობის ქუჩის გადაკვეთამდე და მგზავრებს დააკავშირებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩასთან. 

ახალი მარშრუტების ამოქმედებით ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითად სატრანსპორტო კვანძთან დაკავშირებასდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელით სარგებლობასუფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა