სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მომდევნო დღეებში კი უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 23-28, აღმოსავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსი იქნება, ხოლო თბილისში 33 გრადუსი.
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი გაგრძელდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.10:42
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციის სექტორში, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან" პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
- მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, 30 კალენდარული დღით ადრე, მიაწოდოს ინფორმაცია „ენერჯი ბარათით" გათვალისწინებული ფასდაკლებით სარგებლობის და ქულების დარიცხვის წესებისა და პირობების ცვლილების თაობაზე.
- მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია დაგროვილი ქულების შესახებ და ლოიალობით გათვალისწინებული ბონუსის შესახებ.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.