მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.3
0.0033
flag
AZN 1.5938
-0.0003
flag
CNY 38.041
-0.0036
flag
EUR 3.1407
-0.0068
flag
GBP 3.6085
-0.0175
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0
flag
USD 2.7105
-0.0005

შუა დერეფნის ქვეყნებში ინფრასტრუქტურის გასაძლირებლად 2028 წლამდე 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ - აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

news image

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგმა პანელურ დისკუსიაზე: „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე" შუა დერეფნის სავაჭრო და სატრანსპორტო როლისა და მონაწილე ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესახებ ისაუბრა.

„პოლიტიკური ნება და პოლიტიკური სტაბილურობა არის ათვლის წერტილი, რომ შემდეგ გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია. შუა დერეფნის ქვეყნებში, ინფრასტრუქტურის გასაძლირებლად, აზიის განვითარების ბანკი 2028 წლამდე 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ. საშუალოდ 750 მილიონი დოლარი იქნება ყოველწლიურად გამოყოფილი. რომ შევადაროთ, ბოლო 24 წლის განმავლობაში, საშუალოდ, ყოველწლიურად გამოყოფილი იყო 150 მილიონი დოლარი. ჩვენი სურვილია, ციფრული ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითა და ინტეგრირებით ლოგისტიკური ეფექტიანობა ამაღლდეს, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ საქონლის მიწოდებასა და სერვისზე,. აქ ციფრული კომპოტენტების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატი მონაწილეობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან ერთად განვიხილეთ ქართველი ექსპორტიორების წახალისების მექანიზმები - მიხეილ ხიდურელი

22.10.2025.18:14

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს - აბდულა ბინ რუქ ალ მარის შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მაია ომიაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე - თორნიკე ჯობავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - გიორგი ჯანჯღავა.

მიხეილ ხიდურელი: „მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან. განვიხილეთ მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ქართულ ბიზნესს ემირატების ბაზარზე პოზიციონირებაში. საამიროების მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ექსპორტიორ კომპანიებს ინტეგრაციის პროცესში, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ექსპორტის ზრდისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით. იანვარში დაგეგმილი გვაქვს ემირატებში სამუშაო ვიზიტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა