მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7114.6
0.0072
flag
AZN 1.6065
-0.0001
flag
CNY 38.003
-0.0005
flag
EUR 3.1087
-0.0075
flag
GBP 3.6948
0.0024
flag
KZT 53.54
0.0019
flag
TRY 0.0698
0
flag
USD 2.732
-0.0001

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

news image

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ბაბკენ თუნიანს შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და გამტკიცებაზე, ასევე, სავაჭრო მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სავაჭრო შეთანხმებების, საწარმოო პოტენციალის და გამოცდილების მაქსიმალური გამოყენება ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, სომხეთს ძალიან კარგი წარმოების კულტურა აქვს, რომლის გამოცდილება შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთჩვენი მხრიდან კი, საქართველოს საფინანსო სექტორი, „საქართველოს ბანკის" სახით, სომხეთის ფინანსურ ბაზარზე წარმატებით საქმიანობს და თავის გამოცდილებას უზიარებს. საერთო ჯამში, მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მთლიანად, რეგიონის ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარებას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ  შოთა ბერეკაშვილმა.

როგორც კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსახლეობასა და ბიზნეს შორის მჭიდრო ურთიერთობას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ  რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეთანხმების პროცესს. ჩვენს  რეგიონში სტაბილური გრძელვადიანი მშვიდობა გაზრდის  ერთმანეთთან ინვესტირებას და სხვადასხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას.

ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საგარეო ვაჭრობის მიმართულებითექსპორტ-იმპორტის ნაწილში კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს", - აღნიშნა ანტონ ობოლაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა

05.06.2025.12:37

დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგინულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაშიმასპინძლობს.

 

ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება. ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. საკუთარ გამოსვლაში დედაქალაქის მერმა ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ფორუმის ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა

 

წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია და მისი თემატიკაამშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“, რაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენს ერთობლივ მისიას - შევინარჩუნოთ მშვიდობა. არაერთხელ გვითქვამს, რომ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში, დღეს მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა

 

ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა მშვიდობის ფასი და უალტერნატივობა. ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ, მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის, სამხედრო ან პოლიტიკური დღის წესრიგის რიგითი საკითხი. ის არის ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული პოტენციალის ზრდა თუ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ

 

მისივე თქმით, წლევანდელი ფორუმი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორებიცაა: ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, უძრავი ქონების ბაზარი და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში. ღონისძიების მონაწილეები ასევე, იმსჯელებენ დემოგრაფიისა და მიგრაციის, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან თემებზე.  

 

ჩვენი სტრატეგიული მისწრაფება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების დამატებითი წინაპირობების შექმნაა, რაც თავის მხრივ, მოიცავს სისტემური ეკონომიკური საფუძვლების, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინოვაციური ეკოსისტემის, ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების შემუშავებასა და გაძლიერებას. გისურვებთ პროდუქტიულ მუშაობას და ეფექტიან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ; ვიყოთ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმ პატარა ქვეყნისა, რომელსაც კულტურის, დამწერლობის, მევენახეობა-მეღვინეობისა თუ სხვა არაერთი ღირსების პარალელურად, შეუძლია, იყოს ქვაკუთხედი მშვიდობის შენების, განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის საკითხებში“, - აღნიშნა თბილისის მერმა

 

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD) ფარგლებში, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს

 

ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.

 

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა