მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

შინაური ცხოველის ქუჩაში გაგდებისათვის ფიზიკური პირი 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება - დეტალები

news image

შინაური ცხოველის ქუჩაში გაგდებისათვის ფიზიკური პირი 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება. შინაურ ბინადარ ცხოველთა საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პარალელურად ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მოსმენებიც პარლამენტში უკვე დაწყებულია და ის საპარლამენტო სესიაზე დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გვქონდა 8 ლარიანი ჯარიმა შინაურ ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისთვის, რომელიც მარტო დედაქალაქში მოქმედებდა. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მუნიციპალიტეტი ცალკე იქნება ვალდებული, რომ მოვლა-პატრონობს წესები დაადგინოს, აქ ჯარიმა რჩება და იზრდება 500 ლარამდე.

შემდგომ უკვე პატრონის მიმართ არაკეთილსინდისიერად მოქმედებებისთვის არის განსაზღვრული სანქციები, როგორც ანტირაბიული ვაქცინაციის წესების დარღვევისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის ინტენსიფიკაცია-რეგისტრაციის კანონმდებლობით დარღვეული მოთხოვნისთვის დარღვევისთვის 500-დან 1500 ლარამდე. ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის ჯარიმა შემოვა 1500 ლარი, შინაური ბინადარი ცხოველის ქუჩაში გაგდება 5000 ლარი და იურიდიული პოლისთვის 10 000 ლარი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა - დათა კობახიძე

14.04.2026.19:00

ტყის ეფექტიანი მართვისთვის მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში  გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც გრძელვადიანი მართვის გეგმების ფარგლებში, ისე ადგილზე მომუშავე თანამშრომლების მიერ.

„მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს ვგულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ შეუძლებელია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს და ვტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები, ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილების დახმარებით წარმატებით ვართმევთ თავს მასშტაბურ საქმიანობას. საერთო ჯამში, დამატებითი ტყის მცველების ჩართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება - წლევანდელი წლიდან გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათ მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა საერთო ჯამში დადებითად აისახება. ყველა ქმედება - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიეროდ ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად - კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ნახლდება. ეს ყველაფერი დადებითად აისახება იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა