სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე იზრდება - რა ცვლილებები შედის კოდექსში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.
შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები.
შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც: 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის.
ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის; დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე. დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა', - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა
11.12.2025.17:22
„გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესია, სადაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა, მნიშვნელოვანი პლატფორმაა - ქვეყნები წარადგენენ საკუთარ მიღწევებს და გამოცდილებებს გარემოსდაცვითი მიმართულებებით. განსაკუთრებული გზავნილი, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ არის ის, რომ შეუძლებელია რეფორმების განხორციელება, შეუძლებელია გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა მშვიდობის გარეშე. მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება ბრძოლა. მხოლოდ მშვიდობა უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და დასახული მიზნების მიღწევას“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამების დროს.
დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიას (UNEA-7) დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. სესია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) სათაო ოფისში მიმდინარეობდა და მას 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი, 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კენიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გვქონდა გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე, რამდენიმე კოლეგა მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით აქვს. მათი მხრიდან დაფიქსირდა ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა რეფორმების და ამბიციური გეგმების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე (UNEA-7)სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა შეხვედრები გამართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩეანთან, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) აღმასრულებელ დირექტორ ინგერ ანდერსენთან, კენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მუთაი კაგვესთან, კენიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ დებორა მლონგო ბარასთან, კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრ ლი კინიანჯუისთან და ბელგიის სამეფოს კლიმატის და ეკოლოგიის მინისტრ ჟან-ლუკ კრიუკესთან.