მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.5
-0.0023
flag
AZN 1.5994
-0.002
flag
CNY 39.556
0.0038
flag
EUR 3.1376
0.004
flag
GBP 3.6311
0.0025
flag
KZT 56.33
-0.0033
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.7189
-0.0034

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია - ქვეითად მოსიარულეებს მეტროს სადგურ „ავლაბრიდან“ სამებამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ

news image

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.

ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.

რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ "ავლაბრიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

19.03.2026.14:58

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

აქვე აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ავტობუსები იმოძრავებს სამუშაო დღეებში არსებული გრაფიკით.

„სამძიმარს ვუცხადებ და ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, 21 და 22 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი სრული დატვირთვით, როგორც სამუშაო დღეებში, ისე იმოძრავებს და ყველა მიმართულება იქნება უფასო. თბილისის მიმართულებით 16 ათასამდე მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. თბილისიდან ბოლო ავტობუსი შაბათს, ხუთივე მარშრუტზე ღამის 01:00 საათზე გამოვა“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ. 

გადაწყვეტილება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა