მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ფაქტია იქ ხალხი ცხოვრობდა იმის მიუხედავად, რომ გამგეობამ არაერთი შეხვედრა გამართა ჩანაცვლების საკითხზე - კახა კალაძე

news image

დედაქალაქის მერმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილი ორი ადამიანის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 2021 წლიდან მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. ის მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას, რომ იაქტიურონ და ჩაერთონ ამ პროგრამაში.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. მოხდა უბედური შემთხვევა და ორი ადამიანი დაიღუპა, რაც ძალიან მძიმეა. 

რაც შეეხება განცხადებას ავარიულობის კატეგორიულობის შესახებ, ჩემი შეცდომა იყო, რომ გუშინ ვთქვი მეხუთე კატეგორია. აღნიშნულ შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული. თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გაჩნია, რადგან ფაქტი ისაა, რომ კონკრეტულ შენობაში ხალხი ცხოვრობდა იმის მიუხედავად, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. 

2021 წელს საზოგადოებას მივეცით დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც შევძლებდით ქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას. ეს პროგრამა მუშაობს, თუმცა, არსებობს გამოწვევები. არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება. ასევე, არის შემთხვევები, რომ ადამიანები მაგალითად ცხოვრობენ 50 კვადრატულ მეტრ ფართობში და სურვილი აქვთ, უფრო მეტი ფართი მიიღონ. ეს წარმოუდგენელია. მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ ამ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფას ვთავაზობთ, დროებით გაგვყავს და ვაბრუნებთ უკვე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში. ამასთან დაკავშირებით უამრავი განცხადება და მოწოდება მაქვს გაკეთებული მოსახლეობის მისამართით, რომ იაქტიურონ და ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

ამასთან, კახა კალაძის თქმით, აღნიშნული კორპუსის შესახებ არასწორი ინფორმაციებიც გავრცელდა.

„შენობა იყო ავარიული და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობას მომართვაც კი არ ჰქონია. გუშინ დამისვეს შეკითხვა, რომ ორი წლის წინ ეს კორპუსი შეიღებაო. ეს ტყუილია. 2017 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს, აღნიშნულ კორპუსს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, თუმცა, ხედავთ დღეს ავარიულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვაქვს პროგრამა არა გამაგრების, არამედ ჩანაცვლების. ამაში ხალხიც უნდა დაგვეხმაროს, მედიაც, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და არა ის, რომ ვისაუბროთ სიცრუეზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა

15.07.2025.16:47

კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) მიერ უმაღლესი საერთაშორისო კლინიკური ხარისხის ნიშანი მიენიჭა. აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ონკოგინეკოლოგიის გუნდის მიერ პაციენტთა უსაფრთხოებისა და მკურნალობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად არაერთი საერთაშორისო სტანდარტი და პროტოკოლი დაინერგა.

ESGO (European Society of Gynaecological Oncology) — ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის აკრედიტაცია არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც ენიჭება იმ სამედიცინო დაწესებულებებს ან სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ  ონკოგინეკოლოგიური მართვისთვის განსაზღვრულ მაღალ ევროპულ სტანდარტებს.

საერთაშორისო აღიარება გულისხმობს მკურნალობის ხარისხისა  და პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას და  მიზნად ისახავს პაციენტებისთვის საუკეთესო შედეგების უზრუნველყოფას.

“აღნიშნული აკრედიტაცია არა მარტო კავკასიის მედიცინის ცენტრის, არამედ საქართველოს ჯანდაცვის ინდუსტრიის დიდი წარმატებაა, გვიხარია, რომ ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს ონკოგინეკოლოგიის სფეროს განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესში უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლესი სტანდარტის შეთავაზებას ისახავს მიზნად.” - სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

“საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც მიენიჭა  კავკასიის მედიცინის ცენტრს და ჩვენს დეპარტამენტს არა მხოლოდ ერთი ჰოსპიტლის აღიარებაა, არამედ მთელი ქვეყნის. ჩვენი გუნდის მიერ მკურნალობა საერთაშორისო კვლევებით დამტკიცებული გაიდლაინების მიხედვით ტარდება.” - აღნიშნა კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოგინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა არჩილ შარაშენიძემ.     

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა