შენობა იყო ავარიული, მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას - კახა კალაძე „სადგურის მოედანზე“ მომხდარ ნგრევაზე
სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„რაც შეეხება კორპუსს, იყო ავარიული, მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იყო გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, გაკეთებული იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ ვუზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს. თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იყო მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, უზრუნველყოფილია ქირით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
სხვა სიახლეები
15.07.2025.12:38
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემსაქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა.
გიგა ძნელაძეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
გიგა ძნელაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2007 წელს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად დაიწყო; იყო სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი; თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე; გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილე; საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ახალ მოადგილესთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურის გეგმებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.