შემოსავლების სამსახურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან 2025 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა 2025 წელს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით, ბიზნესსექტორთან და დაინტერესებულ პირებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მიმდინარე წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და 2026 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე, ასევე საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და ბიზნესთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ გამოსვლისას აღნიშნა, უწყების მიზანია გადასახადის გადამხდელებთან მოხდეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება, რაც გულისხმობს ნდობის მაღალ ხარისხს და მჭიდრო თანამშრომლობას.
,,თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და კრიტიკული შეფასებები წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან საფუძველს, რომელზეც იგეგმება შემოსავლების სამსახურის შემდგომი ნაბიჯები. აღსანიშავია, რომ შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, 2025 წლის 11 თვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი შესრულებულია 100%-ით და მობილიზებულმა გადასახადებმა 23 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ასევე, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესს 2025 წლის 11 თვეში დაუბრუნდა 2 მილიარდ ლარზე მეტი, რაც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე დროული წვდომის საუკეთესო შესაძლებლობაა'', - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ბიზნესასოციაციებისა და საფინანსო ინსიტუტების წარმომადგენლები, ასევე უწყების ხელმძღვანელის მოადგილეები, პაატა კილაძე, ირაკლი შარტავა, ლევან წითელაშვილი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
დღის ტოპ 10 სიახლე
დეველოპერული კომპანია „ზიგმა“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
სხვა სიახლეები
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 46 ბიზნესსუბიექტი დაფინანსდება
24.12.2025.15:39
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 ათას ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.