მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

შემოსავლების სამსახურის უფროსი, ირაკლი (დაჩი) ბერაია საქართველოში ვიზიტით მყოფ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი დაჩი ბერაიამ სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, სეზაი უჩურმაქთან. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია, რათა სწრაფად მოხდეს გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება.

ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგას ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2012 წლიდან, წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, ომერ ბოლატმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ასევე სამივე ქვეყნის 300-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელმა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების სხვა წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

15.04.2026.09:45

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა