მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7117.3
0.0059
flag
AZN 1.6098
-0.0004
flag
CNY 38.112
0.0114
flag
EUR 3.1061
0.0137
flag
GBP 3.6955
0.0273
flag
KZT 53.52
-0.0053
flag
TRY 0.0701
-0.0003
flag
USD 2.7376
-0.0007

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით  უწყებათაშორისი შეხვედრა  გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრას BAG-ის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი ჭიჭინაძე და ამავე ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე გრიგორი (გია) მორჩილაძე.

შეხვედრაზე მხარეებმადაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და საპენსიო მოდელის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკითხები განიხილეს.

შეხვედრას, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან წითელაშვილი, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან დგებუაძე ასევე BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

23.05.2025.18:18

 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

დაგეგმილია შეხვედრები ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ემანუელ სუბეირანთან (Dr. Emmanuelle Soubeyran),  პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრთან, ჟოზე მანულე ფერნანდესთან (Mr. Jose Manuel Fernandes) , ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრთან, ლუის პლანას პუჩადესთან  Mr. Luis Planas Puchades.

მინისტრთან ერთად საფრანგეთში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა