მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

შემოსავლების სამსახური ლევან ხაბეიშვილს დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, სიცრუეა, თითქოს სანქცირებული საწვავით დატვირთული გემი ბათუმის პორტიდან გაიპარა. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია (მათ შორის 2022 წელს, სანქცირებული საწვავით დატვირთული გემის ბათუმის პორტიდან თითქოს „გაპარვის“ შესახებ) არის მორიგი დეზინფორმაცია. ლევან ხაბეიშვილი ამჯერადაც სიცრუით, მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი - ,,CAPIBARA”, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 15 000 ტონა დიზელის საწვავი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, მშენებლობადასრულებული კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს

06.08.2025.11:51

თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, განხილვის პროცესში მყოფი მშებლობადასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც 10 000-მდე ოჯახს ეხება.

„როგორც მოგეხსენებათ სამშენებლო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის, მათ შორის არის ქალაქში მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადასტურება.

ამ კუთხით წლების განმავლობაში არსებობდა კონკრეტული გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა არქიტექტურული დარღვევის გამო მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პრობლემას. აღნიშნული პრობლემის გამო, ათასობით ოჯახს, კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს ექმნებოდათ სირთულეები, ცხოვრობდნენ უმძიმეს პირპობებში, რადგან მათი საცხოვრებელი კორპუსი არ იყო დასრულებული. ვინაიდან მათ საკუთრებას არ ჰქონდა დასრულებულის სტატუსი, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ვერ იქმნებოდა ბინამეთსაკუთრეთა ამხანაგობები და მესაკუთრეები ვერ სარგებლობდნენ მუნიციპალური პროგრამების სიკეთეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა მსგავსი სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი, პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და 2023 წლის 27 ივლისამდე ხდებოდა განაცხადების მიღება მსგავსი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.

მერის ინფორმაციით, აღნიშნული წესის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული საექსპერტო ბიუროების დასკვნებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია 910 დასრულებული შენობა, 30 000-მდე ოჯახმა (მესაკუთრემ) მიიღო უფლებრივად უნაკლო ქონება და შესაძლებლობა ისარგებლონ ბისათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით.

„ასევე, დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად, განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც ეხება 10 000-მდე ოჯახს (მესაკუთრეს). ვინაიდან, აღნიშნულ კორპუსების მცხოვრებლების მხრიდან შემოვიდა არაერთი თხოვნა, მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, პროცესის დაჩქარებისა და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების დროულად ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, ადგილზე ობიექტის შეფასების, კანონდებლობით წარმოსადგენი დოკუმენტაციიის მომზადების ხელშეწყობისა და დამატებითი კონსულტაციების კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა გაამკაცრა კანონმდებლობა შენობების ესპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, რათა გაზრდილიყო ერთი მხრივ, მშენებლობის ხარისხი და მეორე მხრივ, დაინტერესება და მოტივაცია ნებართვის მფლობელი სამშენებლო კომპანიების/დაინტერესებული პირების, დროულად მოახდინონ მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაზე მომართვა და სანებართვო პიროებების შესრულების დადასტურება.

„ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგები, გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ასევე ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი. 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სანებართვო პირობების დაცვით აშენებული 7 000-მდე შენობა მიიღო ექსპლუატაციაში“, -აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მესაკუთრეების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, გაამკაცროს მონიტორინგი და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა იმ შემთხვევებზე, როდესაც მშენებელობა დასრულებულია და არ ხდება დამკვეთის/კომპანიის მხრიდან ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება შენობების ექსპლუატაციაში მისაღებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა