შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის შესახებ
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ, უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge გამოქვეყნდა 2024 წლების განმავლობაში განხილულ საქმეთა სტატისტიკური მონაცემები.
დავების დეპარტამენტი მუდმივად ამუშავებს და აქვეყნებს შემოსავლების სამსახურის მიერ, გადამხდელთა საჩივრებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს www.infohub.rs.ge აღნიშნული მიუთითებს დავების მოქმედი პრაქტიკის (კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების პრაქტიკაში აღსრულების გატარება და დაცვა) გადასახადის გადამხდელებისთვის მარტივად ხელმისაწვდომობაზე და საგადასახადო ორგანოს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე.
საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების საერთაშორისო ინსტრუმენტით, კერძოდ - TADAT-ის ანგარიშების მიხედვით, დეპარტამენტის საქმიანობა ფასდება უმაღლესი მაჩვენებლებით, ანგარიშის თანახმად, ,,საქართველოში დავების გადაწყვეტის პროცესი კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად წარიმართება, შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტის ადმინისტრაციული პროცესი დამოუკიდებელია და შეესაბამება A ქულას."
აღსანიშნავია ორი მნიშვნელოვანი გარემოება - გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა და მკვეთრად შემცირებულია საჩივრების განხილვის და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ვადები. ამასთან, ელექტრონული სერვისების განვითარების ფარგლებში, დაიხვეწა საჩივრის ელექტრონული ფორმით წარმოდგენის და დავის განხილვის პროცესში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის შესაძლებლობა, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა ურთიერთობა საგადასახადო ორგანოსთან.
შემოსავლების სამსახურის 2025-2030 წლების სტრატეგიის მიხედვით, კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს - დავის განმხილველი ორგანოს გამჭვირვალობა, საგადასახადო დავების ქმედითი პროცესის კიდევ უფრო დახვეწა, გადამხდელთა საჩივრების დროული განხილვა და საგადასახადო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადება.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალონელი 11 დეკემბერს საქართველოში
11.12.2025.10:09
11 დეკემბერს ქუთაისში წვიმებს, დღისით +14 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +14, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს, +8 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორშიც, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
არც გურჯაანში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი დღეა იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.