მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.7
-0.0173
flag
AZN 1.6168
-0.0014
flag
CNY 37.841
0.0008
flag
EUR 3.1239
-0.0066
flag
GBP 3.6732
-0.0095
flag
KZT 53.58
-0.0017
flag
TRY 0.0714
-0.0002
flag
USD 2.7492
-0.0024

შეხვედრა ახალგაზრდებთან ახმეტის მუნიციპალიტეტში

news image

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად შეხვედრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, განსაკუთრებული აქცენტით არჩევნებში პირველად მონაწილეობაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესზე. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ.

თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე ისაუბრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა. მისი თქმით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მათ შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და მათი ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას

30.04.2025.15:11

საქართველოს ბანკი კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის - 4GB-ის მხარდამჭერია.

ღონისძიება მსმენელებს 16 მაისს, საღამოს 11 საათიდან განსხვავებული ფორმატით - მხოლოდ ერთი ღამით, რადიო ქალაქში უმასპინძლებს. წელს 4GB-ზე მხოლოდ მაიკლ მაიერი დაუკრავს. 

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. 

Early Bird კალათის ბილეთები უკვე ამოიწურა. მეორე კალათის ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაიწყო. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, საქართველოს ბანკის MasterCard და Visa ბარათით გადახდისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. 

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა