მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.3
0.0218
flag
AZN 1.6038
0.0044
flag
CNY 39.533
-0.0023
flag
EUR 3.1283
-0.0093
flag
GBP 3.6196
-0.0115
flag
KZT 56.68
0.0035
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7264
0.0075

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

news image

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს. ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აქვეყნებს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, პიტერ ანდრეოლიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მან მიუსამძიმრა ქართველ ერს და საქართველოსადმი პატრიარქის განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერები სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს, მათ შორის სახელმწიფო მდივნის ოფისის სპეციალურმა თანაშემწემ, ჩარლზ იოკიმ", - აღნიშნავს თამარ ტალიაშვილი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო. მან მსოფლიოში ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მმართველის რანგში ეკლესიისგან შექმნა ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუტი - The New York Times

20.03.2026.11:50

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას სპეციალურ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ილია მეორე იყო საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო.

სტატიის ავტორი ილია მეორეს მოიხსენიებს აგრეთვე ადამიანად, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აქცია ის ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედად.

„ოთხშაბათს ათასობით ქართველი მიაცილებდა სასახლეს, როცა მას ძველ თბილისში მდებარე საპატრიარქოს შენობიდან ქვეყნის უმსხვილეს, წმინდა სამების ტაძარში მიასვენებდნენ“, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიის თანახმად, საბჭოური რეპრესიებიდან და სამოქალაქო კონფლიქტებიდან თანამედროვე სახელმწიფოებრიობაზე გადაწყობის გარდამავალ პერიოდში ილია მეორე დაძაბულ მომენტებში, მათ შორის 1990-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსისა და 2008 წლის რუსეთთან ომის დროს, ქმნიდა სულიერი სტაბილურობის განცდას. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ილია მეორემ მსოფლიოში ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მმართველის რანგში ეკლესიისგან შექმნა ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუტი.

„საქართველო ამაყობს იმით, რომ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ქვეყნის მოსახლეობა ძალიან მორწმუნეა, თუმცა, როცა ილია მეორე 1977 წელს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა, ქვეყანაში რამდენიმე ათეული ეკლესია და მონასტერი მოქმედებდა. ილია მეორემ დაიწყო მუშაობა ეკლესიის გაფართოებასა და მის საერთაშორისო აღიარებაზე“, - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი აგრეთვე იხსენებს საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ მოძრაობას და მასში პატრიარქის როლს. „1980-იან წლებში ილია მეორე მხარს უჭერდა და ხშირად იფარებდა ქართული ეროვნული ანტიკომუნისტური მოძრაობის ლიდერებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა