მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

შავი პარასკევი - რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის

news image

შავი პარასკევის პერიოდი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და დიდი ფასდაკლებებითაა დატვირთული. სწორედ ასეთ დროს იყენებენ კიბერთაღლითები სხვადასხვა თაღლითურ სქემებს მომხმარებლებისგან ფინანსური თუ სხვა ინფორმაციის გამოსაძალად. 

რა შესაძლო საფრთხეები იმალება წლის დატვირთულ სავაჭრო პერიოდში და როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან? 

  1. ყალბი შეთავაზებები - ცნობილი ბრენდების თუ მაღაზიის სახელის გამოყენებით თაღლითები იტყუებენ მომხმარებელს ყალბ ვებ-გვერდზე და უბიძგებენ საბარათე მონაცემების შეყვანისკენ
  2. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი Deep Fake - თაღლითებმა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნან ან შცვალონ ვიზუალური და აუდიო მასალა იმგვარად, რომ მან რეალური ჩანაწერის შთაბეჭდილება დატოვოს. შედეგად, შესაძლოა საზოგადოებისთვის ცნობილი პირის ვიზუალური და აუდიო მონაცემებით თაღლითური ჩანაწერი, მაგალითად თაღლითური შეთავაზება გავრცელდეს 
  3. ტექნიკური მხარდაჭერის და ანგარიშის დადასტურების ყალბი შეტყობინებები - თაღლითები შესაძლოა დაგიკავშირდნენ ცნობილი კომპანიების სახელით, ტრანზაქციის ან ანგარიშის გადამოწმების მიზნით და მოგიწოდონ ფინანსური და საბარათე მონაცემების გაზიარებისკენ


როგორ დავიცვათ თავი: 
 

  • არ მიჰყვეთ ბრმად და ნაჩქარევად ყველა სააქციო შეთავაზებას: სოციალურ მედიაში ნანახ რეკლამაზე გადასვლის ნაცვლად, საძიებო სისტემაში მოიძიეთ მაღაზიის ოფიციალური გვერდი,  სააქციო შეთავაზების არსებობა იქ გადაამოწმეთ და შემდეგ, შეთავაზებით ოფიციალურ გვერდზე ისარგებლეთ  
  • ონლაინ შესყიდვა, კომუნალური გადახდები, ამანათის მიღება ყოველთვის თქვენთვის ნაცნობ, არაერთგზის გამოყენებულ არხში განახორციელეთ
  • საგადახდო ბარათზე მხოლოდ შესყიდვისთვის საჭირო თანხა განათავსეთ - თქვენი დანაზოგი კი სხვა ანგარიშზე შეინახეთ და ბარათზე საჭიროებისას გადაიტანეთ
  • დააყენეთ განახლებები თქვენს მოწყობილობებზე  -  ონლაინ აქტიური ვაჭრობის პერიოდს დახვდით მომზადებული და ყველა თქვენს მოწყობილობაზე დააყენეთ ბოლო განახლება, რომ მაქსიმალურად დაიცვათ ისინი ვირუსებისა და მავნე კოდისგან
  • ენდეთ თქვენს ინსტინქტს  - თუ შეთავაზება ზედმეტად სახარბიელოა, ის შესაძლოა თაღლითური იყოს 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

10.03.2026.14:44

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსება 16 მარტის 12:00 საათიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge იქნება შესაძლებელი.

განაცხადების მიღება გაგრძელდება პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის, 5 მილიონი ლარის ამოწურვამდე.

სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში, შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარისა, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1 000 ლარისა.

პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის დაწყებიდან, 2019 წლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 42 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 121 მლნ ლარზე მეტის ღირებულების 1,000 ერთეულზე მეტი მოსავლის ამღები სხვადასხვა სახის ტექნიკის შეძენა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა