მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

სეს-მა სამეგრელოს და იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

news image

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს და იმერეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს.

ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდარომ ფიზიკური პირი ჯ.ს.  (მის: აბაშაგამსახურდიას .N116.) განმეორებით და სააგენტოსაგან მინიჭებული  სავალდებულო საქმიანობის აღიარების გარეშე,   შემდგომი რეალიზაციის მიზნით,    კლავდა მსხვილფეხა პირუტყვს.

არალეგალური საწარმოები გამოვლინდა ასევე თერჯოლასა და ზესტაფონში. ინდმეწარმე გ. (მისთერჯოლის რ-ნი, სოფ. ღვანკითი) და ფიზიკური პირი ს.მ. (მისზესტაფონი, მეორე სვირი სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ცხოველებს.

ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.  გ.ზ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 70  კილოგრამზე მეტი გოჭის და მსხვილფეხა საქონლის  ხორცი, ხოლო ს.მ.-ს სასაკლაოზე დაილუქა 8 კილოგრამი ბოცვრის ხორცი.

ინდმეწარმე და ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ხოლო სურსათი,  კანონმდებლობის შესაბამისად დაილუქა.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხიბრუცელოზი და სხვაგავრცელებისა და მოწამვლის რისკებსსააგენტო აფრთხილებს  ფიზიკურ პირებსარ დაკლან ცხოველი თვითნებურადკუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაციას ითვალისწინებს

16.03.2026.15:39

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა  მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. 

ამასთან, შეწყდება ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ განაცხადა, ზედმეტად გაცემული თანხების ლეგალიზაცია შეეხება: პენსიის მიმღებ 1600-ზე მეტ პენსიონერს, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 250-ზე მეტ პირს, სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1400-ზე მეტ ოჯახს. 

„რაც შეეხება თანხებს, სახელმწიფო პენსიის შემთხვევაში ის 1 200 000 ლარზე მეტია,  სახელმწიფო კომპენსაციის შემთხვევაში - 600 000 ლარი,  სოციალური პაკეტის შემთხვევაში - დაახლოებით 130 000 ლარი, ხოლო  საარსებო შემწეობის შემთხვევაში - 2 600 000 ლარი. მთლიანად ეს თანხა 4 500 000 ლარს შეადგენს," - აღნიშნა ირინე წაქაძემ.


საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა