მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

სეს-მა ქობულეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

news image

ინდივიდუალური მეწარმე  ი.ბ. (მისამართი:  კლდიაშვილის ქ.18)  ბიზნესსაქმიანობას    ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა. 

ამავდროულად, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ  მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას (ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი)  სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. ამოღებული და დალუქულია 250 კგ  ყველი და  192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად,  მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი წარმოებების  გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ.   მიმდინარე წელს,  რძისა და რძის მწარმოებელ  ბიზნესოპერატორებთან  ჩატარდა  3575 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 31  არარეგისტრირებული  საწარმო.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის კომისია საბაკალავრო საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების კურსს უნივერსიტეტებს აგვისტოს ბოლომდე წარუდგენს

11.07.2025.17:30

სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის შემუშავებაზე იმსჯელა უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ პირველ სხდომაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძისა და მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მინისტრმა კომისიის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების დაბრუნებას უკავშირდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა.  

მოხარული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვედით აქამდე და ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ბუნებრივ წიაღში - საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები ასევე გავრცელდება აფხაზურ ენაზე, რადგან კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, აფხაზური სახელმწიფო ენად არის აღიარებული. 

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს პოლიტიკურ ხედვაზე - გაუფრთხილდეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს აფხაზური ენის გაძლიერებას. ჩვენ, უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად  ვიმუშავებთ, რომ მოხდეს ქართული ენის, როგორც საგნის ინტეგრირება სასწავლო პროცესში საბაკალავრო დონეზე და უზრუნველყოფილი იყოს მისი უმაღლესი სტანდარტით სწავლება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გაძლიერებისა და საზღვარგარეთ ქართველოლოგიის ცენტრების განვითარების  ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. 

კომისიის წევრებმა საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების  კურსის შინაარსზე, ხანგრძლივობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. 

ქართული ენის  უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულოდ სწავლების  წესების შემუშავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია უნივერსიტეტებს კურსის სწავლების წესს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზებს. წესის დამტკიცების შემდეგ, 2025-2026 სასწავლო წლიდან  ქართული ენის სპეციალური კურსი საბაკალავრო საფეხურზე შესაბამისი ფორმატით ისწავლება.  

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტებისთვის  ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა, პარლამენტმა 10 ივნისს დაამტკიცა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა