სემეკში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ახლად შექმნილ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის (წმო) გამგეობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სემეკსა და წმო-ს შორის კომუნიკაციის გაღრმავება, არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება და რეგულირების პროცესში წმო-ს აქტიური ჩართულობა.
შეხვედრაზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სემეკის მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია 2024 წელს მელიორაციის სექტორში განხორციელებულ ძირითად სიახლეებთან დაკავშირებით. ამასთანავე, გაიმართა მსჯელობა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კომისიას გააცნეს ხედვები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებაზე, გამოწვევების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სემეკი მხარს უჭერს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, შესაბამისად გააგრძელებს წმო-ს გამგეობის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობას.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30.04.2025.15:11
საქართველოს ბანკი კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის - 4GB-ის მხარდამჭერია.
ღონისძიება მსმენელებს 16 მაისს, საღამოს 11 საათიდან განსხვავებული ფორმატით - მხოლოდ ერთი ღამით, რადიო ქალაქში უმასპინძლებს. წელს 4GB-ზე მხოლოდ მაიკლ მაიერი დაუკრავს.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.
Early Bird კალათის ბილეთები უკვე ამოიწურა. მეორე კალათის ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაიწყო. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, საქართველოს ბანკის MasterCard და Visa ბარათით გადახდისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.