მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.6
-0.0047
flag
AZN 1.5838
-0.0003
flag
CNY 38.769
0.0045
flag
EUR 3.2277
0.0268
flag
GBP 3.7138
0.0244
flag
KZT 53.37
-0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6927
-0.0005

სემეკში საჯარო სხდომა გაიმართა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკითხების უმეტესობა შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელებსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადებს.

საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ცვლილებები შევიდა კომისიის გადაწყვეტილებაში „საირიგაციო სისტემაზე განაცხადის ფორმებისა და მათთან დაკავშირებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცების შესახებ“. ამასთანავე, შპს „მარნეულის სოფწყალს“ დაევალა წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის სემეკში წარდგენა მიმდინარე წლის 31 მარტამდე.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს, მომსახურე კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების არსებობის შემთხვევაში მიმართონ სემეკს. კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

29.01.2026.14:49

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება, რაც მას გაუჩენს მოტივაციას, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

„აღნიშნული ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან.

კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:

1. ცოფით დაავადება დადასტურებულია ლაბორატორიულად;

2. ცხოველის სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;

3. ცხოველის მფლობელი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;

4. ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.

კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით.

კომპენსაციის ოდენობას, მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ადგენს სპეციალურად შექმნილი კომისია.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს მთავრობის №33 დადგენილება.

საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს მთავრობის №332 დადგენილება, რომელიც ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასული წლის აგვისტოში გასცა. ამჯერად, ცხოველის მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, კომპენსაციით ისარგებლონ ცხოველის ცოფით სიკვდილის შემთხვევაშიც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა