სემეკმა „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ლიცენზია გასცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
ქარის ელექტროსადგური მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 18.75 მგვტ, ხოლო საპროექტო წლიური გამომუშავება 67.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.
შპს “ზემო ვინდის” საკუთრებაში არსებული ქარის ელექტროსადგური 3 აგრეგატისგან შედგება. თითოეული აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 6.25 მგვტ.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10.04.2026.12:48
10 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 2, ღამით -3 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +10 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლია. დღისით 3 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 13 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 6 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში სავარაუდოდ, უნალექო დღე იქნება, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.