სემეკმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვის საფუძველზე საჯარო სხდომაზე იმსჯელა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დაჯარიმდა, ამასთანავე გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიას შესაბამისი ვადები განესაზღვრა.
კერძოდ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა 2026 წლის 28 თებერვლამდე ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემების და ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემების ელექტრომომარაგების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პროექტების (ვარგისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით) მომზადება და პროექტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის სემეკში წარდგენა.
კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სემეკში უნდა წარადგინოს ქ. რუსთავის მერიასთან შეთანხმებული 2026 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.17:11
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის ეროვნული ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი სებ-სა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. მემორანდუმი ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები, საგადახდო სისტემები, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირება და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ყაზახ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და რისკების მართვის, ასევე კიბერუსაფრთხოების შესახებ.
დელეგაციის წევრებს სებ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე შეხვდა, რომელმაც სებ-სა და ყაზახეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარის მიერ ყაზახი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება ნაყოფიერი იქნება.