სემეკმა საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ“ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მოიცავს სემეკში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობას.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 33 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 22, ნაწილობრივ – 10 და არ დაკმაყოფილდა ერთი მოთხოვნა. ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა მის დაკმაყოფილებაზე გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობით.
აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა კომისიის 58 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 54 დადგენილება და 1257 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო 233 გადაწყვეტილება. კომისიის სხდომები საჯაროა, საანგარიშო პერიოდში სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. სემეკი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
საჯარო ინფორმაცია სრულად გამოქვეყნებულია კომისიის ვებგვერდზე: www.gnerc.org და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
„დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka,
Parliament და Gray Goose ამზადებდნენ
17.01.2026.14:11
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.
„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.