სემეკმა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილებები შეიტანა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, ნაცვლად ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში ერთი მომსახურების ცენტრის არსებობის ვალდებულებისა, მელიორაციის კომპანიას ექნება ვალდებულება მინიმუმ ერთი მომსახურების ცენტრი იქონიოს იმ რეგიონში/მხარეში სადაც ახორციელებს მომსახურებას.
აღსანიშნავია, რომ სემეკის რეგულაციიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში მელიორაციის კომპანიის მომხმარებლებს შეეძლებათ იუსტიციის სახლის მეშვეობით, განაცხადით მომართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ და მოითხოვონ გარკვეული მომსახურებების მიღება, რამაც შესაძლებელი გახადა წესებში განხორციელებულიყო ცვლილება მომსახურების ცენტრების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით - ეს ის შემთხვევაა, როცა ხარჯების შემცირება ხდება, მომსახურების პირობის გაუმჯობესებით.
ასევე, ცვლილება ითვალისწინებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ვალდებულებას დაიცვას და შეუფერხებლად განახორციელოს საირიგაციო სისტემის საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოები. ამ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდები, მოცემული უნდა იყოს ყოველწლიურად დამტკიცებულ მიწოდების რეჟიმებში, ასევე აღნიშნულის შესახებ წინასწარ უნდა მოხდეს მომხმარებელთა, ინდივიდუალურად სმს ინფორმირება.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, წესებში შესული ცვლილებებით, განისაზღვრა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის აღრიცხვის და საბითუმო მიწოდების საფასურის განსაზღვრის გარდამავალი პირობები. კერძოდ, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიეცა უფლებამოსილია, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის განსაზღვროს სხვადასხვა სახის საბითუმო მიწოდების საფასური, საირიგაციო მიწის ფართობის (ჰა), მოხმარებული წყლის მოცულობის (მ 3), სეზონურობის ან/და სხვა სახით.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა მიწოდების წერტილზე, ვერ მოხდება მრიცხველების მოწყობა წესების გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში ტექნიკური შეუძლებლობის გამო, ამ შემთხვევაში მიწოდების წერტილებზე მრიცხველები უნდა მოეწყოს მომდევნო საირიგაციო პერიოდის დაწყებამდე. მანამდე მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის მოცულობის კონტროლი განხორციელდება მაგისტრალური არხში გატარებული წყლის მოცულობის აღრიცხვით.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.21:05
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა. სიახლის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.
ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია.
წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, - წერს გიორგი ხუბუა.