მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

სემეკმა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში” ცვლილებები შეიტანა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში” ცვლილებები შეიტანა, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ცვლილებები  განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონშიგანხორციელებული ცვლილებითა და ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის შიდა ბაზრების დირექტივით (Directive (EU)2019/944). 

 ცვლილების თანახმად, შესაძლებელი ხდება 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვის სქემაში ჩართვა, იმ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში, სადაც სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ პიკური დატვირთვის 20%-ს გადააჭარბა.

ნეტო დარიცხვის სქემაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატსაათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, ქსელში მიწოდებულ თითოეულ კილოვატსაათზე მიიღებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილ ფასს, ხოლო ქსელიდან მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების, ისე ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს. ქსელში მიწოდებული და იმავე საანგარიშო პერიოდში ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებები გაიქვითება ერთმანეთში. გაქვითვის შედეგად დარჩენილი დადებითი ნაშთი გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშო პერიოდში,ელექტროენერგიის მომსახურების საფასურის დასაფარად. 

აღნიშნული მექანიზმი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებისთვის უზრუნველყოფს ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვას, კომისიის მიერ განსაზღვრული ფასით. იმავდროულად, ასეთი მომხმარებელი, როგორც ყველა სხვა საბოლოო მომხმარებელი, მიწოდებულ ელექტროენერგიასთან ერთად, გადაიხდის სასისტემო მომსახურების საფასურს. 

საჯარო მომსახურების ფარგლებში არსებული მიმწოდებლებისგან განსხვავებით, თავისუფალი მიმწოდებელი თავად გადაწყვეტს შეისყიდოს თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისაგან გამომუშავებული ელექტროენერგია და რა ფასად. მას ასევე  შესაძლებლობა ექნება მიწოდების ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის“ წესებით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული ანგარიშსწორების წესი. 

ცვლილებით ასევე რეგულირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას. ასეთ დროს, ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულება უჩნდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.  

ხელშეკრულების შეწყვეტის ან საჯარო მომსახურების ფარგლებში მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მომხმარებლის ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახულ თანხას მიმწოდებელი გამოიყენებს მიწოდების მომსახურების საფასურის დასაფარად, ხოლო დარჩენილი დადებითი ნაშთი მომხმარებელს დაუბრუნდება საბანკო ანგარიშზე. 

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში 2025 წლის 10 ივნისს შესული ცვლილებებით, სემეკს ასევე უფლებამოსილება მიენიჭა ნეტო დარიცხვის სქემა დაადგინოს ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც 2027 წლის 1-ელი იანვრიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მიერთდება გამანაწილებელ ქსელთან. ამასთანავე, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე ნეტო აღრიცხვის სქემით მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2033 წლის 1-ელ იანვრამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისთვის არსებული პირობებით.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ComCom-მა სენაკსა და ხონში 1200-ზე მეტი პირი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

01.08.2025.16:34

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დაასრულა სენაკისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ სენაკში 46, ხოლო ხონში 39 სემინარი ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც ჯამში 1200-ზე მეტი პირი გადამზადდა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებმა ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლეს ცნობიერება და გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამამ", რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან საქართველოს რეგიონებში უწყვეტად ახორციელებს, უკვე 17 მუნიციპალიტეტის 247 სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა. პროგრამის ფარგლებში კი 9000-მდე ბენეფიციარია გადამზადებული.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა